რეზონანსი
09.03.2026

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხვალიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადადის. უსაფრთხოების მიზეზით ტელევიზიის შენობა პერსონალისგან დაიცლება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების გარდა,  გადაცემები დროებით შეჩერდება. მიზეზი ტელევიზიის შენობა, უსაფრთხოება და რეორგანიზაციაა.

„ხვალიდან დაიჯესტის სახით ვიმაუწყებლებთ, მათ შორის გადაცემა „თავისუფალი სივრცეც“ დროებით აჩერებს მაუწყებლობას, ახალი ამბების მიმართულებით სოციალური ქსელი და ვები რამდენადაც გამართულად შეძლებს მუშაობას, იმუშავებს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსმა, ნაზი ქობულაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×