რეზონანსი
09.03.2026

"ფაინენშელ თაიმსი" იტყობინება, რომ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. ისინი ფასების მკვეთრი მატების ფონზე რეზერვებიდან ნავთობის შესაძლო ერთობლივი გამოშვების საკითხს განიხილავენ.

ნავთობის რეზერვების კოორდინაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ახორციელებს. ჯგუფის 32 წევრი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს, რაც ნავთობის ფასების კრიზისებისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ნაწილია.

მოლაპარაკებებთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, FT წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, უკვე გამოხატა მხარდაჭერა რეზერვების შესაძლო ერთობლივი გამოყენების მიმართ.

ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ ბარელზე 110 დოლაეს პირველად გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ მცირედით დაიწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×