
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულიმასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზეგამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთანდაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაშიმიცემულია 30 ადამიანი. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„პირველი საქმე: ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქრთამისაღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე,დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსწევრი და ერთი მოქალაქე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირისდახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალშისაკარანტინე სივრცის მოსაწყობად, 2 ჰექტარი მიწისნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქესქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ემუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლისპირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელისსახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე სისხლის სამართლის საქმე: ქობულეთში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტადგამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე,დაკავებულია ორი ადამიანი, მათ შორის არისგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროსპროფესიული სასწავლებლის - სსიპ საზოგადოებრივკოლეჯ "ახალი ტალღის" პროფესიული კურსისკოორდინატორი, რომელმაც მასთან დანაშაულებრივკავშირში მყოფ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ერთპირს პროფესიული სასწავლებლისკურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ემუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითმიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდევადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე საქმე ეხება თბილისში სამსახურებრივიმდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისმცდელობის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანიგამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთანამშრომელი.
გამოძიებით გამოვლინდა, რომ მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, საბერძნეთის მოქალაქეს სავაჭრო ჯიხურისგასახსნელად, თბილისის ზღვის მიმდებარეტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაშიარსებული მიწის ნაკვეთის ქირით აღებასა და შემდგომ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა. სანაცვლოდ 5 000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ 1 300 ლარი გამოართვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ემუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
მეოთხე საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობაშიდახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა დასამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე მარტვილისმუნიციპალიტეტის მერიის ორ სპეციალისტს სოფელინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბრალდებაწარედგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომბრალდებულებმა შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზედათვალიერების ყალბი ოქმი, რომლის საფუძველზეცმოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირასახელმწიფოს კუთვნილი, 13 500 ლარის ღირებულების 2560 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ემუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე და 342-ემუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაცსასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე სისხლის სამართლის საქმე: სამსახურებრივიმდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაშიდახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზეპასუხისგებაშია მიცემული წალენჯიხისმუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავემუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელისოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისწარმომადგენელმა სოფელ ლიის ადმინისტრაციულერთეულში ყალბი ცნობა გასცა, რომლის საფუძველზეცმოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირასახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 300 ლარისღირებულების 1 900 კვ.მ და 22 800 ლარის ღირებულების6 620 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ყალბი ცნობა გასცა ამავემუნიციპალიტეტის ყოფილმა წარმომადგენელმასოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, რის შემდეგაც მოქალაქემ სახელმწიფოს საკუთრებაშიარსებული 3 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ემუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და„ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეექვსე: სამსახურებრივი მდგომარეობისგამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა დასამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილწარმომადგენელს, რომელმაც გასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურადდაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაშიარსებული 165 930 ლარის ღირებულების 11 448 კვ.მმიწის ნაკვეთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ემუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაცსასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეშვიდე საქმე: სამსახურებრივი მდგომარეობისგამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაშიდახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზებრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიმერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარისადმინისტრაციულ ერთეულში. მის მიერ გაცემულიყალბი ცნობის საფუძველზე, მოქალაქემ თაღლითურადდაირეგისტრირა 8 840 კვ.მ სახელმწიფოს საკუთრებაშიარსებული ოთხი მიწის ნაკვეთი, რომელთაღირებულება 67 060 ლარს შეადგენდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ემუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
მერვე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდებაწარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულშიმერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისადა დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისფაქტზე.
ბრალდებულმა მიწის ნაკვეთის ადგილზედათვალიერების აქტი შეადგინა, რომელშიც არასწორიინფორმაცია შეიტანა, თითქოს მცხეთაში მდებარემიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დაინტერესებული პირისმართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, საოჯახომეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს, რისსაფუძველზეც მოქალაქემ საკუთრებაში უკანონოდდაირეგისტრირა 92 636 ლარის ღირებულების 217 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლისკოდექსის 341-ე მუხლით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეცხრე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერდიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაშია მიცემული მარნეულისმუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულისამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულისმუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ ფართობისმიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილადდაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულისმუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტისსანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურისთანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმამოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
მეათე: დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფისთავმჯდომარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს, ზედამხედველობისადა ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ასევე კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსის“დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტექსპერტის“ ექსპერტს ბრალდება წარედგინათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახმეტის N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნადშეასრულეს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტექსპერტის“ ექსპერტის დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, შპს „არტიფექსის“დირექტორი მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22 242 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, 362-ე მუხლის 1-ელინაწილით და 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეთერთმეტე: დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდიოდენობით თაღლითობაში დახმარებისა დასამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისფაქტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსყოფილ თავმჯდომარეს, ასევე, ამავე მუნიციპალიტეტისდაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკისსაფეხბურთო კლუბის“ დირექტორსა და მისმოადგილეს ბრალდება წარედგინათ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმათავმჯდომარემ, რომელსაც მოქმედიკანონმდებლობით ეკრძალებოდა პირადად ან სხვისიმეშვეობით საწარმოს დაარსება და მის მართვაშიმონაწილეობა, დააარსა და ფლობდა კომერციულორგანიზაციას, რომელიც ფორმალურადრეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, ხოლოკომპანიის საქმიანობას იგი ერთპიროვნულადწარმართავდა და სამსახურებრივ მფარველობასუწევდა.
აღნიშნული კომპანიის მეშვეობით მან მონაწილეობამიიღო და გაიმარჯვა ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთოკლუბის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც, ევალებოდა საფეხბურთო კლუბ„ეგრისის“ ფეხბურთელების სასტუმროში განთავსებისადა კვების ხარჯების მომსახურება. საკრებულოსყოფილმა თავმჯდომარემ, საფეხბურთო კლუბისდირექტორსა და მის მოადგილესთან წინასწარიშეთანხმებით, შეადგინა მომსახურების გაწევისამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები, დოკუმენტებშიგაწეული მომსახურების გაზრდილი ოდენობებისშესახებ ყალბი ინფორმაცია შეიტანეს, რის შედეგადაცთაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 21 212 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ემუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25,180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითდა 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახითექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს.
მეთორმეტე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფისმიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბიოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა დასამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზეპასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტისმერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა დაანგარიშსწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დაორ წევრი, ასევე, სამუშაოებზე ზედამხედველიკომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოებისშემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილიხელმძღვანელი პირები.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კურორტბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციოსამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რადროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისპასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამოკომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოსკუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორენაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლისპირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილითმიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდწლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობასყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისადა პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს - საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით“, - აღინიშნა ბრიფინგზე.