რეზონანსი
09.03.2026

საქართველოს პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა 2915 ლარი.

ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×