რეზონანსი
09.03.2026

მთაწმინდის რაიონში, ალ. გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა. 

გამაგრების სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა. კერძოდ, მონოლითური რკინაბეტონით გამაგრდა სახლის საძირკველი, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე მოეწყო; ლითონის კუთხოვანებით ჩარჩოში ჩაისვა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარები კი სპეციალური მასალით დამუშავდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, ხოლო “თბილსერვის ჯგუფმა” მხატვრულ-არქიტექტურული განათება მოაწყო.

ამასთანავე,  პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებსა და შუშაბანდს.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ სახლში 15 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

დასრულებულ პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×