
ირანს მოლაპარაკებების ინტერესი არ აქვს, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„ვიდრე სამხედრო აგრესია გრძელდება, თითქმის არ რჩება სივრცე რაიმეზე საუბრისთვის, გარდა გადამწყვეტი პასუხისა", - აღნიშნა ისმაილ ბაღაიმ.
ამასთან, მისივე თქმით, ირანელი ხალხი მზადაა საკუთარი საზღვრების დასაცავად სიცოცხლე გაწიროს.
„ირანელი ხალხისთვის ქვეყნის რუკა წარმოადგენს ყველაფერს, რითაც ყველა ირანელი ამაყობს და მზადაა, სიცოცხლე გაწიროს დასაცავად", - განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვრები ომის შემდეგ შესაძლოა, შეიცვალოს და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ირანის რუკა ომის შემდეგ იმავენაირი აღარ იქნება.