რეზონანსი
09.03.2026

 რუ­სე­თი თა­ვი­სი სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბის­თვის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბას ზრდის , - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კრემლში ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფა­სე­ბი დრო­ე­ბი­თია.

"გვეს­მის, რომ მა­ღა­ლი ფა­სე­ბი დრო­ე­ბი­თია. ეს ნა­თე­ლია. ჩვენ სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბის­თვის, მათ შო­რის სლო­ვა­კე­თის­თვის და უნ­გრე­თის­თვის, მი­წო­დე­ბას ვზრდით", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

ამას­თან, მისი თქმით, რუ­სე­თი მზად არის ევ­რო­პას ნავ­თო­ბი და გაზი მი­ა­წო­დოს, მაგ­რამ მკა­ფიო სიგ­ნა­ლებს ელის.

"თუ ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რე­ო­რი­ენ­ტა­ცი­ას გა­და­წყვე­ტენ და ჩვენ­თან სტა­ბი­ლურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ მზად ვართ ევ­რო­პე­ლებ­თან ვი­მუ­შა­ოთ. მაგ­რამ, ჩვენ გარ­კვე­უ­ლი სიგ­ნა­ლე­ბი გვჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×