რეზონანსი
09.03.2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალი ხამენეის ვაჟის, მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება „დიდი შეცდომაა".

„ვფიქრობ, მათ დიდი შეცდომა დაუშვეს", - თქვა ტრამპმა. „არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს. ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს".

პრეზიდენტს ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ მოჯთაბა „მიუღებელი" არჩევანი იქნებოდა, ხოლო ისრაელმა დადო პირობა, რომ ნებისმიერ მემკვიდრეს სამიზნეში ამოიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×