
ჩვენ ვაუქმებთ ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს ფასების შესამცირებლად. ჩვენ დაწესებული გვაქვს სანქციები ზოგიერთ ქვეყანაზე. ვაპირებთ ამ სანქციების მოხსნას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-ს აქვს ძალიან ბევრი ნავთობი.
„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რაოდენობით ნავთობი და გაზი, გაცილებით მეტი, ვიდრე გვჭირდება. ვენესუელა ახლა ჩვენი ახალი პარტნიორია, შესანიშნავი პარტნიორი. ეს ძალიან შესანიშნავად გამოვიდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტთან და ეს არის ნავთობის, გაზის, ყველაფრის უზარმაზარი წყარო. ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ძალიან უსამართლოა მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მაგალითად, ჩინეთის მიმართ. ვგულისხმობ, რომ ამას ვაკეთებთ მსოფლიოს სხვა ნაწილებისთვის, მათ შორის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ჩინეთი. ისინი ნავთობის დიდ ნაწილს ამ სრუტის მეშვეობით იღებენ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პრეზიდენტ სი ძინპინთან. მე იქ მალე მივდივარ.
ჩვენ ასევე ვაუქმებთ ნავთობთან დაკავშირებულ გარკვეულ სანქციებს ფასების შესამცირებლად. ჩვენ გვაქვს სანქციები დაწესებული ზოგიერთ ქვეყანაზე. ჩვენ ვაპირებთ ამ სანქციების მოხსნას, ვიდრე ეს არ გამოსწორდება. იმედია, მშვიდობა იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.