რეზონანსი
10.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს ირანს, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის მეშვეობით ნავთობის გადაზიდვას სრულად აკრძალავს.

„თუ ირანი ისეთ მოქმედებებს მიმართავს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვას შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები ოცჯერ უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს. გარდა ამისა, ჩვენ გავანადგურებთ მარტივად განადგურებად სამიზნეებს, რომლებიც ირანის, როგორც ერის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. მას თავს დაატყდება სიკვდილი, ცეცხლი და მძვინვარება. იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ასე არ მოხდეს! ეს იქნება საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ჰორმუზის სრუტეს. იმედი მაქვს, რომ ამ ჟესტს დააფასებენ“, - დაწერა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×