რეზონანსი
10.03.2026

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ბოლო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გაიმართა, რის შემდეგაც ასამბლეის პრეზიდენტმა მედიასთან ვიზიტი შეაჯამა.

დღეს დელეგაცია შეხვდა მიხეილ ყაველაშვილს, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებში და სახალხო დამცველის ოფისშიც.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ეუთოს დელეგაციის წევრებთან აზრები გაცვალეს. 

"დიალოგის ნაკლებობა რომ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ სჭირდება, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. თუმცა ამ დიალოგის ნაკლებობას აქვს ერთი მთავარი მიზეზი და ეს მიზეზი არის ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, შესაბამისად, ისინი არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას და ისინი არ შემოდიან პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ მათთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი.

ეს ყველაფერი დელეგაციას ჩვენ ძალიან კარგად ავუხსენით, თუმცა ისინი იყვნენ ისედაც ინფორმირებულები, რადგან ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით დადო დასკვნა. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×