რეზონანსი
11.03.2026

ნაძალადევის გამგეობა რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, კიდევ ერთ საყრდენ კედელს აწყობს. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარია გათვალისწინებული.

„ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად, საყრდენი კედელი ლოტკინის დასახლებაში, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან ეწყობა. არმირების სამუშაოები უკვე შესრულდა, ახლა კი ბეტონის ჩასხმის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 20 მეტრი სიგრძისა და ხუთი მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა და დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი. ასევე, მოეწყობა საერთო სარგებლობის კიბე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ იყვნენ და არანაირი პრობლემა არ იყოს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის გამგეობის ბიუჯეტში 300 000 ლარია გათვალისწინებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×