
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს ურთიერთობა საქართველოსთან. ცხადია, ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, თუ რას უნდა ეხებოდეს ქართული კანონები, თუმცა, ყოველ ჯერზე ვემხრობით ადამიანის უფლებების დაცვას. ვემხრობით, რომ დემოკრატია გაუმჯობესდეს ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც ახლოსაა ევროკავშირთან, - განუცხადა იტალიელმა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობასთან დიალოგის მნიშვნელობას.
„ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.