რეზონანსი
11.03.2026

თორნიკე ჭეიშვილმა ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადება შეაფასა. ამ თემაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერის განცხადება საინტერესო იყო.

„გასათვალისწინებელია, რომ მან განცხადება საკუთარი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე გააკეთა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სომხეთის ევროინტეგრაციას უკავშირდება. თუმცა, იყო ძალიან კონკრეტული გზავნილები, რაც გვაფიქრებინებს, რომ საერთო ჯამში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დელიკატურად მიანიშნა ევრობიუროკრატიას იმაზე, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება და საქართველოსთან მიმართებით განხორციელებული სხვადასხვა ტიპის თავდასხმები, უნდა იყოს გადასინჯული“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი 2024 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ევროკავშირმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების შესახებ. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის დიალოგის აღსადგენად, თუმცა ეს ურთიერთობა თანასწორუფლებიანობას, ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×