რეზონანსი
11.03.2026

თქვენ იმიტომ ნერვიულობთ, რომ როდესაც გახარია იყო პრემიერი თქვენ კარგად ვერ იპარავდით - ასე მიმართა ფასების კომისიის სხდომაზე  ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ კომისიის თავმჯდომარეს, შოთა ბერეკაშვილს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვაა. 

დაჯი კოვზირიძემ შოთა ბერეკაშვილს თავდაპირველად ჰკითხა, რატომ არ იაფდება პირველადი პროდუქტების ფასი, რასაც ირაკლი კობახიძე საზოგადოებას დაჰპირდა, რაზეც ბერეკაშვილმა ასე უპასუხა: 

ჩვენი პროცესი არის ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა, ჩვენ გვაინტერესებს პორბლემების იდენტიფიცირება - განაცხადა ბერეკაშვილმა. 

სწორედ ამის შემდეგ ახსენა კოვზირიძემ გიორგი გახარია და ისიც თქვა, ბერეკაშვილს ასევე უთხრა: -  "ქსელები, რომლებიც ასე არიან მონოპოლისტები და ოლოგოპოლისტები გახდნენ 21 წლის შემდეგ, თქვენი მთავრობის ხელში"

საქმესთან ეს არაფერ შუაში არ არის - განაცხადა ბერეკაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×