
ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე.
მისი თქმით, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი არ აქვს.
„ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს. ფაქტია, უკვე მეოთხე შემთხვევა იყო წლის განმავლობაში და მეტი რა დასაბუთება უნდა. ლოგიკურ მსჯელობაზე და უკვე მომხდარი ფაქტების გაანალიზების შედეგად გონივრულ ეჭვზე კანონი ჯერ არ აქვთ“, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
„ქრონიკის“ ჟურნალისტის ჩაკითხვას, იყო თუ არა მისი განცხადება ლოგიკური ეჭვი, გივი თარგამაძემ უპასუხა - „რა თქმა უნდა, კი“.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.