რეზონანსი
12.03.2026

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტირებები შემოვიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი ძრავის თითოელ კუბურ სანტიმეტრზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული. შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავეზე", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კერძო სუბიექტების და მოქალაქეების ინტერესებს.

ცნობისთვის ამ დროისთვის ავტომობილებზე 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი 1 კბ/სმ-ზე 80 თეთრს შეადგენს.

ეს ნიშნავს რომ ყველაზე პოპულარული 1.5 ლიტრის მოცულობის ავტომობილის განბაჟება, თუკი ის 6 წელზე მეტი ხნის წინ არის წარმოებული 1200 ლარიდან 6750 ლარამდე გაიზრდება. 2-ლიტრიანი მოცულობის ძრავისთვის კი მოსაკრებელი 1600 ლარიდან 9000 ათას ლარამდე გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×