რეზონანსი
13.03.2026

ნავთობის ფასების ზრდით, რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ, სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებლებმა ენერგეტიკული შემოსავლებიდან მილიარდობით დოლარი დაკარგეს, თუმცა ერთი ქვეყანა, რუსეთი, ამით სარგებლობს. ნავთობის გაყიდვიდან რუსეთი დღეში 150 მილიონ დოლარამდე დამატებით ბიუჯეტის შემოსავალს იღებს.

რუსულ ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთიდან და ინდოეთიდან იზრდება, რასაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა უწყობს ხელს.

მარტის ბოლოსთვის, რუსეთის პროგნოზირებული მთლიანი მოგება 3.3-4.9 მილიარდი დოლარი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×