
წუხელ ქუთაისში, ბომონდის კლინიკაში 21 წლის ახალნამშობიარევი გოგონა ლიკა ტალახაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“ლიკა მარტვილში იყო გათხოვილი და საკეისრო გაიკეთა “სენამედში“. 4 დღის წინ ტემპერატურა და უჰაერობა დაეწყო, სასწრაფო გამოიძახეს და გადაიყვანეს კლინიკა „ბომონდში“. 3 დღე იწვა იქ, ახლობლებს ეხმიანებოდა ჩვეულებრივ. გუშინ უნდა გამოეწერათ კლინიკიდან და მოხდა ეს ტრაგედია. საღამოს შვიდი საათისთვის ოჯახის წევრები და ახლობლები მივედი კლინიკასთან. იქ ისეთი ამბავი ტრიალებდა, ძნელია გადმოსაცემად. პოლიციის კორდონი იყო კლინიკის წინ, ვინმე რომ არ შევარდნილიყო. პირველად დავინახე პოლიციელის თვალზე ცრემლი. არავინ გამოსულა გარეთ. იქვე გვითხრეს, ექიმი დაკითხვაზე ჰყავთ წაყვანილიო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ტრაგედია ხდება. პასუხი უნდა აგოს როგორც “სენამედის“ სამშობიარო სახლმა, სადაც რამდენად სრულყოფილად ჩაუტარეს ოპერაცია ბავშვს, დასადგენია. ასევე საკითხავია, რა გაუკეთეს „ბომონდში“ ბავშვს ისეთი, რომ მოკლეს“ - განუცხადა "ამბებს" გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა.
წყარო: ambebi.ge