რეზონანსი
13.03.2026

ჩვენი მიზანია ძლიერი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეს, ზრუნავს მასზე და ქმნის შესაძლებლობებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა.

პაატა სალიამ საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მისი თქმით, იუსტიციის სახლი კავკასიის რეგიონში პირველი უწყებაა, რომელმაც წარმატებით დანერგა ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF) და მოიპოვა ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების საერთაშორისო ფორუმს.

„ამ ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით, 500 დელეგატი შეიკრიბება, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება სახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსფორმაციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ის ფაქტი, რომ გაერო-მ ამ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილად საქართველო აირჩია, ნათლად მიუთითებს იმ ნდობასა და პროგრესზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ საჯარო სერვისების განვითარების გზაზე მიაღწია“, - განაცხადა პაატა სალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×