რეზონანსი
13.03.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს, რეზა ფეჰლევს შეხვდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, პირდაპირი შეხვედრის სურვილის ინიციატივა ფეჰლევმა გამოთქვა.

მედიის ცნობით მხარეებმა შეხვედრაზე ირანსა და რეგიონში არსებული ვითარება და ირანის მთავრობის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო ოპერაცია განიხილეს.

„ტახტის მემკვიდრემ და მისმა გუნდმა მაცნობეს იმ სიგნალების შესახებ, რომლებსაც ისინი ქვეყნის შიგნიდან იღებენ. ხელისუფლების ვერტიკალმა მართლაც  განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგები. მნიშვნელოვანია, რომ ირანის რეჟიმმა ვერაფერი მოიგოს, ხოლო ირანელ ხალხს მეტი დაცვა და საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება მიეცეს. განვიხილეთ, როგორ შეიძლება, საერთაშორისო ზეწოლამ და ერთობლივმა ძალისხმევამ ამას ხელი შეუწყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×