რეზონანსი
14.03.2026

ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.

მისი თქმით, კარგი მაგალითია თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

„ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს და საბოლოო ჯამში, არის კარგი მაგალითი თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×