რეზონანსი
14.03.2026

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ „ქართული ოცნების” და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა ეს არ არის თეორიული დისკუსია საერთაშორისო ურთიერთობებზე, საგარეო პოლიტიკა ეს არის ქვეყნის ინსტრუმენტი, რომლითაც ის იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

„საგარეო პოლიტიკა ამ მხრივ არის გაგრძელება საშინაო პოლიტიკის. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ქართული ოცნების და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით . ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იზომება ამ საზომით - გვაახლოებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და უსაფრთხოებას. თუ კი საგარეო პოლიტიკა ამ ორი მიზანს არ ემსახურება ეს არის მხოლოდ იდეოლოგიური თამაში და არა საგარეო პოლიტიკა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×