რეზონანსი
15.03.2026

კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა "მგმობ" რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ევროპარლამენტარებს სთხოვენ, რუკაზე ირანის სახელმწიფო იპოვონ, მაგრამ ისინი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, ვერ აჩვენებენ ქვეყანას რუკაზე.

გია აბაშიძე ევროპარლამენტარებს „ოროსნებად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ სწორედ ისინი ითხოვენ მმართველი გუნდის დასანქცირებას, რომლებმაც რუკის კითხვაც არ იციან.

„კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა "მგმობ" რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს.

საქართველოს უნამუსოდ კრიტიკოსი ეს "ოროსნები" ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს, პრობლემებს და რუკის წაკითხვა არ იციან.

მარტივ გამოკითხვაში სამარცხვინოდ ჩაიჭრნენ - ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ. ვავა!"- წერს გია აბაშიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×