რეზონანსი
16.03.2026

უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან - მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

ქარქაშაძის თქმით, გარკვეულ პროდუქციაზე „კარფურს“ აქვს 2-3 პროცენტიანი მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც ამ პროდუქციაზე მარჟას საერთოდ არ ადებენ.

„იმავდროულად, ჩვენმა დისტრიბუტორმა იცის ჩვენი მიდგომა პროდუქციასთან მიმართებით, რომ მათზე, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს 2-3 % მარჟა და არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ ვადებთ ამ პროდუქციაზე მარჟას.

საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, საცალო ქსელების ოპერატორისთვის, ყველაზე დიდი ტვირთია, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე დიდხანს დევს, ამიტომ, საქონლის რეალიზაციით ყველაზე მეტად დაინტერესებული სწორედ „რითეილერია“.

„ყველაზე დიდი ტვირთია რითეილერისთვის, როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე არის გაჩერებული დიდი ხნით - ეს არის ყველაზე მძიმე მოცემულობა, ამიტომ, ამ შემთხვევაში, მწარმოებელი დისტრიბურორი და რითეილერი ხშირად ახსენეთ და ამ ჯაჭვში, ამ სამ მოთამაშეს შორის, ყველაზე დიდი ინტერესი იმანენტურად, რომ საქონლის რეალიზაცია და გაყიდვა თაროდან, აქვს რითეილერს, ვინც ახდენს რეალიზაციას,“ - აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×