რეზონანსი
17.03.2026

დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერის ქმედება „არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება“ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც დებატების მსგავს ფორმატს გაურბიან ირაკლი კობახიძის ღიაობა კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მის მზაობას არგუმენტირებული დიალოგისთვის.

„დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს.

პრემიერის ეს ნაბიჯი მხოლოდ პიარული ჟესტი არ არის. ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება. როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან, ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გაურბის კითხვებს, კრიტიკას და პასუხისმგებლობას.

სამწუხაროდ, რეალობა ისიც არის, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ე.წ. დემოკრატიული ლიდერები მსგავს ფორმატში დებატებს ხშირად არ თანხმდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპონენტები ან ჟურნალისტები მათთვის არაპოპულარულ კითხვებს სვამენ. ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი ღიაობა კიდევ უფრო გამოკვეთილად აჩვენებს პოლიტიკურ თავდაჯერებულობას და მზადყოფნას არგუმენტირებული დიალოგისთვის“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×