რეზონანსი
17.03.2026

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სუს-ში დაიბარეს. როგორც ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა დაბარებული. 

„სუსმა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს, დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთოს მოსკოვის  მექანიზმის ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთო-ს ექსპერტთან კომუნიკაცია, თურმე, უფლებადამცველების გვეკრძალება? „მოსკოვის მექანიზმი“, როგორც ჩანს, ძალიან აღელვებთ“, - წერს ნანუაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×