რეზონანსი
17.03.2026

აჭა­რა­ში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­რა­ბი­ძე­ებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 80-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­შავ­და 68 წლის ქალი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი. 

გარ­და ამი­სა, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი აცხა­დებს, ძმებ­მა ჯა­ყე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბამ­დე თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნეს. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის დედა ამ­ბობს და­ზი­ა­ნე­ბა ბი­ჭებ­მა იმის გამო მი­ი­ყე­ნეს, რომ "შე­ე­შინ­დათ, პო­ლი­ცი­ას არა­ფე­რი ჩა­ე­დო".

"ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, უჩა და ბა­ჩა­ნა ჯა­ყე­ლე­ბი, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ხვი­ჩა დუმ­ბა­ძე. ვფიქ­რობ­დით ან ია­რაღს ან წა­მალს ჩა­უ­დებ­დნენ. ბი­ჭე­ბი შე­შინ­დნენ. ორი­ვეს ყელი აქვს გა­დაჭ­რი­ლი. ხელ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რის გამო? არ გვპა­სუ­ხო­ბენ, რომ ავიყ­ვანთ, მერე გე­ტყვი­თო. ჯერ არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობთ. ეს იმის გამო, რომ ეში­ნო­დათ, რომ არა­ფე­რი ჩაგ­ვი­დო­ნო. 

ამ­ბო­ბენ, ესე­ნი იყ­ვნენ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიო. ჩემი შვი­ლე­ბი არც კრი­მი­ნა­ლე­ბი ყო­ფი­ლან და არც "ქურ­დე­ბი". მათ არც ქურ­დო­ბა სდო­მე­ბი­ათ. რად­გან ნათ­ლია ჰყავთ თენ­გო თავ­დგი­რი­ძე (სა­ვა­რა­უ­დოდ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი), მას ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ ხოლ­მე" - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბის დედა ეთერ თურ­მა­ნი­ძე.

ბა­თუმ­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ძმე­ბი რეზო და ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბიც და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია „ბა­თუ­მე­ლებს“ რეზო წუ­ლუ­კი­ძის მე­უღ­ლემ და­უ­დას­ტუ­რა.

"რეზო იყო ფი­რუზ­თან ერ­თად, შე­ვარ­დნენ და და­ა­კა­ვეს. აბუ­სე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე იყო სპე­ცო­პე­რა­ცია. სპეც­რაზ­მით იყო ეზო სავ­სე. სახ­ლში არ შეგ­ვიშ­ვეს. რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს ბი­ჭე­ბი, ვკი­თხეთ იქ პო­ლი­ცი­ე­ლებს, რა­ტომ იჭერთ-მეთ­ქი და ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლიო. აბ­სურ­დია. რეზო და ფი­რუ­ზი, პი­რი­ქით, მაგ სამ­ყა­როს ებ­რძვი­ან. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია ელ­დარ ან­თა­ძე,“ – უთხრა „ბა­თუ­მე­ლებს“ ნარი ფუტ­კა­რა­ძემ.

ჯერ­ჯე­რო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შსს-ს არ გა­უვრცე­ლე­ბია.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×