რეზონანსი
17.03.2026

ოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძამ „ტვ პირველს“ უთხრა, შემთხვევა სენაკში, გუშინ მოხდა. კაცი ამტკიცებს, რომ მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად შეავიწროვა. მოზარდის ოჯახის წევრის განცხადებით, როგორც გაარკვია, 50 წლამდე კაცს ანალოგიურ დანაშაულში სხვა მოზარდებიც ამხელენ. 

სკოლის მოსწავლის ახლობლების თქმით, პედაგოგის წინააღ,დეგ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს და შეუჩერდეს პედაგოგიური საქმიანობა. „ტვ პირველის“ რესპოდენტი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს და ელოდებიან გეკა გელაძის უწყების რეაგირებას. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×