რეზონანსი
17.03.2026

93 წლის ასაკში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II კლინიკაში გარდაიცვალა. ამ წუთებში კლინიკაში, სადაც ილია მეორე იმყოფება, სასულიერო პირები და პოლიციელები მივიდნენ. პატრიარქი ცოტა ხნის წინ მოინახულა მეუფე დიმიტრიმ, რომელმაც კავკასიის მედიცინის ცენტრი უკომენტაროდ დატოვა. საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ მივიდა მოსაყდრე შიოც.

მთავრობის წარმომადგენლები ki კავკასიის მედიცინის ცენტრში უკვე იკრიბებიან. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს გვიან ღამით გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა. 

ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×