
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ გაუპატიურების და ძალადობის ბრალდებით 67 წლის კაცი დააკავეს - ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან - 2012 წელს დაბადებულ ნ.ჩ-სთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჩ-ს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან - 2012 წელს დაბადებულ ნ.ჩ-სთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჩ-ს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126-ე, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.