რეზონანსი
18.03.2026

ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა - დაკავებულია 19 წლის ბიჭი, რომელიც 20 წლის პირს ნარკოტიკული საშუალებების ლოკაციებზე განთავსებას აიძულებდა, მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ბრალდებული ს.ა.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.  

საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ლ.ბ. ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 2006 წელს დაბადებულ ს.ა-ს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნით.  

მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდეუბლი ს.ა.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.  

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს  ს.ა-ს მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული ს.ა.-ს ფიზიკურად უსწორდებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×