რეზონანსი
18.03.2026

ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

წერილში აღნიშნულია, რომ რთულ დღეებში საქართველოს პატრიარქი მამისეული სიბრძნითა და სიყვარულით უძღვებოდა მრევლს და უდრეკად ემსახურებოდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას.

„უწმინდესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მწყემსმთავრის მრავალწლიანი გზა არის რწმენის სიძლიერისა და თავდადებული ძლიერი ლიდერობის ნათელი მაგალითი. მისი პატრიარქობა დაკავშირებული იყო საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებასთან, საეკლესიო მოღვაწეობის გაძლიერებასა და გამოცოცხლებასთან. რთულ დღეებში მარად სახსოვარი პატრიარქი მამისეული სიბრძნითა და სიყვარულით უძღვებოდა მრევლს და უდრეკად ემსახურებოდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×