რეზონანსი
18.03.2026

სამების საკათედრო ტაძარში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საპატრიარქო რეზიდენციიდან სამებაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

მსვლელობა საპატრიარქოდან დაახლოებით ერთი საათის წინ, წმინდა სინოდის 2-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყო. საავტომობილო გზა, ხალხმრავლობის გამო, დილიდან გადაკეტილი იყო, მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

საპატრიარქოსთან, ისევე როგორც სამების საკათედრო ტაძარში, დილიდან შეკრებილები არიან მოქალაქეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების  წარმომადგენლები. 

დღეს, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები - უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×