რეზონანსი
19.03.2026

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ ის ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს. მისი თქმით, გაბარდის პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაში დასუსტდა კენტის გადადგომის შემდეგ.

“ჯო კენტი, რომელიც ირანის ომის გამო გადადგა, ტულსი გაბარდის მოკავშირე იყო (მისი აპარატის უფროსი იყო იქამდე). კენტმა ისრაელს დააბრალა ამერიკის სამხედრო ოპერაცია ირანში, რომლის შედეგადაც ირანის თითქმის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა განადგურდა.

ტულსი გაბარდს ივანიშვილის რეჟიმი ებღაუჭება, როგორც ხავსს, რადგან ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს და ამყარებს წარმოდგენას, რომ შეერთებული შტატების იმედი არ შეიძლება გვქონდეს - "ივანიშვილი მართალია, რუსეთის უკანალში რომ გვტენის".

გაბარდის პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაში დასუსტდა კენტის გადადგომის შემდეგ. საგულისხმოა, რომ თავად გაბარდი ზელენსკის აბრალებდა მესამე მსოფლიო ომში ტრამპის ჩათრევის მცდელობას” - წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×