რეზონანსი
19.03.2026

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა. ინფორმაციას ადასტურებენ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

ის საქართველოს ბოლოს 13 წლის წინ სტუმრობდა.

მსოფლიო პატრიარქმა გუშინ, 18 მარტს ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×