
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით არის მკაფიო ნიაშნია იმის, რომ “ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში არანაირი ურთიერთობები არ გადატვირთულა“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ტიპის მიზეზებით გამოწვეული, არამედ წარმოადგენს იმ დიპლომატიური სიტუაციის ასახვას, რაც ახლა დგას აშშ-სა და საქართველოს შორის“.
ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ტიპის მიზეზებით გამოწვეული, არამედ წარმოადგენს იმ დიპლომატიური სიტუაციის ასახვას, რაც ახლა დგას აშშ-სა და საქართველოს შორის, განსხვავებით იგივე სომხეთის და აზერბაიჯანისგან, რომელთაც, როგორც ვნახეთ, აქვთ ძალიან გაამრთული პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები აშშ-თან. ეს ყვეალფერი იმ ფონზე, როდესაც ადმინისტრაცია ტრამპთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობს, არის მკაფიო ნიშანი იმის, რომ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში არანაირი ურთიერთობები არ გადატვირთულა, - აცხადებს გეგელია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ, 12 ქვეყანა დაემატა მათ შორის საქართველო.
იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებზეც ეს მოთხოვნა ვრცელდება, 2 აპრილის შემდეგ 50-ს მიაღწევს.