
ევროპული გაზის ფასი 35%-ით გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, ირანის მიერ კატარში მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ.
საფრანგეთის დროით დილის 8 საათზე, ვაჭრობის გახსნიდან მალევე, ჰოლანდიური TTF, რომელიც ევროპულ საორიენტაციო ნიშნულად ითვლება, 28.06%-ით გაიზარდა და მეგავატ/საათში 70 ევრო შეადგინა, რაც 35%-ით მეტია.
კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ რას ლაფანის გაზის კომპლექსს, დღეს დილით ადრე, საკვანძო ობიექტზე ახალი სარაკეტო დარტყმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რამაც შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო ენერგომომარაგების შესახებ.