რეზონანსი
19.03.2026

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, ილია მეორეს "წყლული გაეხსნა" და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა სწორედ ამან გამოიწვია. 

"ვკითხოთ რეანიმატოლოგებს (რატომ გაიხსნა) და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ", - თქვა მეუფემ ნიკოლოზმა. 

„მე დეტალურად გამოვიკითხე ყველაფერი. კუჭის წყლული ჰქონდა და წყლული გაეხსნა. ოღონდ მართალი გითხრათ, ეს დიდი შეკითხვაა, რატომ გაიხსნა ასე და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა.  მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი... რა მოხდა?!

საპატრიარქოში იყო მაშინ... ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეგ ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ. პატრიარქი ისეთი დიდი პიროვნებაა, ის არსებობდა და მან დღემდე მოიყვანა ეს ქვეყანა, ეს ყველანაირ ეჭვებს და კითხვებს ფარავს ეს ამბავი. ჩვენ ჯერ კიდევ არ იცით, ჯერ კიდევ არ იცით, ორ-სამ დღეში რა მოხდება ნახავთ", - განუცხადა "ტვ პირველს" მეუფე ნიკოლოზმა. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×