რეზონანსი
19.03.2026

დღეს, 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვა გამოცხადდა.

სამების ტაძარში კი, სადაც პატრიარქი გუშინ გადაასვენეს, 24 საათის განმავლობაში მომლოცველთა რიგი არ წყდება, მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×