რეზონანსი
19.03.2026

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამერიკის მთავრობამ, შესაძლოა, ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნას.

მისი თქმით, საუბარია იმ ირანულ ნავთობზე, რომელიც უკვე ზღვაშია დატვირთული. როგორც ბესენტმა Fox News-ის ეთერში განმარტა, აშშ-ის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ეს გააკეთოს იმისთვის, რათა ნავთობზე ფასი დააგდოს და ამით ირანელებს შემოსავალი შეუმციროს.

„მომდევნო დღეებში, ჩვენ, შესაძლოა, სანქციები მოვუხსნათ ირანულ ნავთობს, რომელიც ახლა ზღვაში იმყოფება. საუბარია დაახლოებით 140 მილიონ ბარელზე. წინასწარი დათვლებით, ეს 10 დღის, ან ორი კვირის მარაგია. ეს მიედინება ჩინეთში. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ ირანულ ბარელებს ირანელების წინააღმდეგ, დავაგდებთ რა ფასებს მომდევნო 10 ან 14 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ბესენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×