რეზონანსი
19.03.2026

სასწრაფო დახმარების მედიკოსები პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.

"მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს პატრიარქს. მისი სიკეთე, სიმშვიდე, სითბო ყოველთვის გვაძლიერებდა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს დაობლებას. დიდი განსაცდელის დროს ყველას გულში გვყავდა დიდი იმედი პატრიარქის სახით და ახლა გვეყოლება ანგელოზი, რომლის იმედი სულ გვექნება," - განაცხადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის ერთ-ერთმა ექიმმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია.

სამების ტაძარში კი, სადაც პატრიარქი გუშინ გადაასვენეს, 24 საათის განმავლობაში მომლოცველთა რიგი არ წყდება, მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×