
ილია მეორემ თქვა, სვეტიცხოველი მეფეების არის, სიონი პატრიარქების და იქ დავიკრძალები, მარცხენა საკურთხეველიც თავად მიუთთა - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანია სწორედ ის პირია, ვისაც პატრიარქმა 3 წლის წინ პირველს გაუმხილა, თუ სად უნდა ყოფილიყო მისი განსასვენებელი.
როგორც ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, როდესაც პატრიარქს სვეტიცხოველში დაკრძალვა შესთავაზეს, მისი ნება შეუცვლელი იყო და ამბობდა, რომ სიონში უნდა დაედო სამუდამო საცხოვრისი.
მან ერთი სურვილი გააჟღერა ჩემთან, ეს იყო სამი წლის წინ, როდესაც სურვილი მხოლოდ ჩემთან გააჟრეა. მე ეს სურვილი დავწერე და ვუთხარი, რომ აუცილებლად ვეტყოდი ამას მამა დავითს, რომელიც მისი მეკელიე გახლავთ. თანხმობა მომცა. მისი ეს სურვილი რაც გადმომცა, თუ რა უნდა მომემოქმედებინა და გამეკეთებინა ამისთვის. მე ერთი თვის თავზე ეს მოქმედებები ჩავატარე და მოვახსენე მას პასუხი. ადგილის შერჩევითაც კი. ერთი თვის თავზე დაარეკინა მამა დავით ჩემთან, მე ისრაელში ვიყავი იმ დროს და გადმომცეს, რომ მისი საბოლოო ნება, შეუცვლელი იყო სიონი. მარცხენა საკურთხეველი დიახ, სადაც მიუთითა თავად. მას შესთავაზეს და უთხრეს, სვეტიცხოველი რატომ არაო... მან გასცა სვეტიცხოველთან დაკავშირებით, რომ სვეტიცხოველი მეფეების არის, სიონი არის პატრიარქების და იქ დავიკრძალები. სამებაზე არ ჰქონდა მას აქცენტი", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.