რეზონანსი
19.03.2026

 დავიღალე მოდი ჩემთან უფალო - პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელი დღეს სამებაში პირველად მის გარეშე შესრულდება.

ტაძრის მგალობლები ილია მეორეს ემშვიდობებიან. ადამიანები, ვინც საქართველოს პატრიარქის გვერდით ლამის ნახევარი ცხოვრება გაატარეს, ამბობენ, რომ ბოლო წლებში უწმინდესი ყველაზე ხშირად სწორედ ამ საგალობელს უსმენდა-დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო.

რამდენი წელიც ვიყავით სიონში, პირველი წირვა-ლოცვა რომ დავიწყეთ და მერე რომ წამოვედი, სხვა ტაძრებშიც ხომ მოდიოდა, სადაც გადავედი, პატარა სამებაში, ისეთი მზერა ჰქონდა, რომ დაგვინახავდა ძველებს ესე გადმოგვხედავდა, მზერით გვეუბნებოდა - გიცნობთ.

ისეთი მტკივნეულია ჩვენთვის, რეპეტიციებსაც რომ ვატარებდით, ძველი საპატრიარქო, რომ იყო გვეფერებოდა.

პატრიარქის კურთხევით დაიწყო ჩვენი ეპოქა და აი იცი როგორი შეგრძნება მაქვს, რომ დამთავრდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, არ დამთავრდა, მაგრამ ეგეთი შეგრძნება, საშინელი შეგრძნება მაქვს. ასე მგონია დატირებასაც რაღაცა სხვა ის ექნება. საშინელი შეგრძნებაა არც მინდა, რომ ვთქვა. ბოლოს უკვე "დავიღალეზე" იყო მთლიანად გადასული, ჩემი აზრით," - ამბობს პატრიარქის ნმგალობელი ნინო არჩვაძე.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×