რეზონანსი
19.03.2026

 პირ­ვე­ლი აღ­სა­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს სი­ცო­ცხლე­ში ვთქვი, მის უწ­მინ­დე­სო­ბას ჩა­ვა­ბა­რე. სა­ხა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და მი­თხრა, რომ სა­პატ­რი­არ­ქო ჩემი სახ­ლია და შე­მიძ­ლია აქ ვიყო და ვი­ცხოვ­რო , - ამის შე­სა­ხებ მხატ­ვარ­მა რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე" კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის თქმით, ილია მე­ო­რე კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და, რაც მას გა­მო­არ­ჩევ­და.

"ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი სიმ­შვი­დე, ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. რო­დე­საც მეც­ნი­ე­რი მი­დი­ო­და მას­თან, მეც­ნი­ე­რულ თე­მებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და. მი­დი­ო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი პენ­სი­ო­ნე­რი, მუშა, ხე­ლო­სა­ნი, ყვე­ლას შე­ეძ­ლო მის­ვლა, გა­მო­ყო­ფი­ლი იყო დღე­ე­ბი და ყვე­ლას შე­ეძ­ლო გა­სა­უბ­რე­ბა. მე ანტრე­სორ­ში ვმუ­შა­ობ­დი სა­ხა­რე­ბა­ზე და მის დარ­ბაზ­ში რა ხდე­ბო­და, ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად ყვე­ლა­ფე­რი მეს­მო­და, იმ დარ­ბაზ­ში ვი­ჯე­ქი მე თვი­თო­ნაც, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დი და ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლას თა­ვის ენა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და და არას­დროს თავს არ ამე­ტებ­და არა­ვის, ზუს­ტად იმ დო­ნე­ზე, იმ სივ­რცე­ში ელა­პა­რა­კე­ბო­და, რა სივ­რცი­და­ნაც ეს ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და. ის იყო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ. კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და და ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც მას გა­მო­არ­ჩევ­და. როცა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გაქვს, ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა შე­გიძ­ლია. ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა და მიხ­ვედ­რა შე­ეძ­ლო. შე­ეძ­ლო ყვე­ლა დე­ტა­ლის შემ­ჩნე­ვა, რა უჭირ­და ადა­მი­ანს", - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ილია მე­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ „სა­პატ­რი­არ­ქო­ში დიდი ძვრე­ბი არ იქ­ნე­ბა" და სა­ქარ­თვე­ლო „ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ივ­ლის".

"მე ვფიქ­რობ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იყო მშვი­დო­ბის გა­რან­ტი. მის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო იყო უპირ­ვე­ლე­სი. სულ ამ­ბობ­და: ერ­თი­ა­ნო­ბა, კონ­სენ­სუ­სი, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, ურ­თი­ერ­თთან­ხვედ­რა, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ გაქ­რა ეს ადა­მი­ა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა, სხვა სივ­რცე­ში არ­სე­ბობს. მან ერთხელ თქვა, რო­დე­საც თქვენ გა­გი­ჭირ­დე­ბათ და მე აღარ ვიქ­ნე­ბი, გარ­და­ვიც­ვლე­ბი, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მომ­მარ­თოთ ისე, რო­გორც ცო­ცხალს და თქვენს თხოვ­ნას შე­ვას­რუ­ლებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­პატ­რი­არ­ქო­ში დიდი ძვრე­ბი არ იქ­ნე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლიო იძ­ვრის, მი­წისძვრა­სა­ვი­თაა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და უწ­მინ­დე­სიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ვივ­ლით", - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×