
17 მარტს მომღერლის, ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. ლევან კბილაშვილის და მამის და პატრიარქის ერთ დღეს გარდაცვალებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„როგორი დამთხვევაა...
ერთ დღეს დამძიმდნენ უწმინდესი და მამა...
ორივეს ერთნაირი პრობლემა შეექმნა...
და ბოლოს, ორივე ერთ დღეს გარდაიცვალა... ეს ვიდეო წლების წინ არის გადაღებული...
სადაც მამა ისეთი სითბოთი და სიყვარულით იხსენიებს უწმინდესს...
დღეს კი ამ კადრებს სულ სხვა სიმძიმე და მნიშვნელობა აქვს...
დრო გადის, მაგრამ ასეთი მოგონებები სულში რჩება...და მათთან ერთად ყველაფერი, რაც ვერასდროს დაგვავიწყდება...",- წერს სალომე კბილაშვილი.