რეზონანსი
20.03.2026

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი (ბულუხია)​ იხსენებს როგორ გაიყო ხმები სინოდის ბოლო სხდომაზე, ილია მეორეს დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით. მისი თქმით, სინოდზე რამდენიმე ადამიანმა 

განაცხადა, რომ მათ პატრიარქმა უთხრა, რომ სიონში სურდა დაკრძალვა. მეუფე ანტონმა კი თქვა, რომ ილია მეორე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო და "ვერ იტყოდა, რომ მის აშენებულ ეკლესიაში დამმარხეთო".

ჩვენ ვიყავით სინოდის სხდომაზე, პირველი რაც ვთქვით, ყველაფერი მივიღოთ კენჭისყრით და მართლა ყველა საკითხი გადავწყვიტეთ კენჭისყრით. 

"წარმოიშვა ერთი აზრი, მე მათ შორის ვიყავი, ვისაც სამებაში უნდოდა, მაგრამ იქ გამოვიდნენ ადამიანები, რომელთანაც პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი, რომ მას სურდა სიონში დაკრძალვა. მე არგუმენტად ისიც ვთქვი, რომ პატრიარქი იმდენად თავმდაბალი იყო, ის ვერ იტყოდა, რომ მის აშენებულ ეკლესიაში დამმარხეთო. ამიტომ, მე ისიც გამოვთქვი, თვითონ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი, რომ სამებით ქართველმა ხალხმა თავის თავს დაუდგა ძეგლიო, ამ ტაძრის სილამაზის და შენებით და მოდი ქართველმა ხალხმა მას დავუდგათ ძეგლი და თუ ვინმე უნდა დაიკრძალოს სამებაში, ვინ თუ არა უწმინდეს-მეთქი. 

მაგრამ მერე კენჭისყრაზე რომ დავაყენეთ, კენჭისყრა ფაქტობრივად 18-17-ზე, ასე გადაწყდა ხმებით, 35 მღვდელმთავარი ვიყავით და 18-მა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, რომ ანდერძის მიხედვით, მისი მიხედვით და 17 ვიყავით ამ მხარეზე, ვინც ვამბობდით, რომ სამებაში დაკრძალულიყო. კენჭისყრა კენჭისყრაა," - თქვა მეუფე ანტონმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×