რეზონანსი
20.03.2026

ხელისუფლების ცნობით, ისრაელის არმიის რეზერვისტი, რომელიც „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას ემსახურებოდა, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

ისრაელის პოლიციისა და კონტრდაზვერვის სამსახურის, „შინ ბეტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოენი თვეების განმავლობაში კონტაქტში იყო ირანელ აგენტებთან და მათთვის რამდენიმე მისიას ასრულებდა, მათ შორის ფულის სანაცვლოდ ინფორმაციის გადაცემას.

ისრაელის ხელისუფლების თქმით, რეზერვისტი ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობასაც ახორციელებდა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი იერუსალიმის მკვიდრია, 26 წლის რაზ კოენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×