რეზონანსი
20.03.2026

დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული, - ამის შესახებ „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა.

ეს არის ირანის უმაღლესი ოპერატიული სარდლობის დანაყოფი, რომელიც კოორდინაციას უწევს არმიასა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC) შორის ოპერაციებს.

„ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რიტორიკული ხასიათის არაერთ გაფრთხილებას აკეთებს, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის, როგორც მისი მარიონეტული და დაქვემდებარებული ძალისთვის, სიურპრიზები გვაქვს. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მეხუთე თაობის მოწინავე გამანადგურებელზე, F-35-ზე დარტყმა. მათ მეტი სიურპრიზის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ირანის ოფიციალურმა პირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×