რეზონანსი
20.03.2026

ნატო-ს წევრები მშიშრები არიან და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია.

„მათ არ სურდათ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანის შესაჩერებლად ბრძოლაში ჩართვა. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო გზით არის მოგებული, მათთვის ძალიან მცირე საფრთხის გათვალისწინებით, ისინი ჩივიან ნავთობის მაღალ ფასებზე, რომელიც იძულებულნი არიან, გადაიხადონ. თუმცა არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში, მარტივ სამხედრო მანევრში დახმარება, რაც ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია. მათთვის ასე ადვილია ამის გაკეთება, ასე მცირე რისკით. მშიშრები არიან, და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×